ფეხსაცმელი წყალმცენარეებისგან შექმნეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკელმა სწავლულებმა სან-დიეგოდან, მსოფლიოში პირველებმა, ბიოხრწნადი ფეხსაცმელი შექმნეს. ის ჩვეულებრივი ფეხსაცმლისგან არაფრით განსხვავდება გარდა იმისა, რომ მცენარეული მასალისგანაა შექმნილი. კვლევებსა და ექსპერიმენტებზე სპეციალისტებმა ექვსი წელი გახარჯეს, ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ წყალმცენარეების საწვავად გარდაქმნაზე მუშაობდნენ, ხოლო შედეგად - ბიოხრწნად პენოპოლიურეთანამდე მივიდნენ, რომელსაც ფეხსაცმლის ლანჩის დასამზადებლად იყენებენ. სწავლულებმა გადაწყვიტეს, რომ ისეთი ფეხსაცმელი შეექმნათ, რომელიც 100%-ით ეკოლოგიური იქნებოდა. მკვლევარები აღიარებენ, რომ მათი პირველი პოლიურეთანის მასალები საკმაოდ დაბალხარისხიანი იყო, მაგრამ მრავალრიცხოვანი ცდების შემდეგ, მისი გაუმჯობესება შეძლეს.