კოსმეტიკა კიბოს იწვევს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კოსმეტიკის ყოველგვარი საშუალება, ბრენდის პოპულარობისა და ფასის მიუხედავდ, მაინც მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ამ დასკვნამდე ამერიკელი და ბრიტანელი სწავლულები მივიდნენ, რომელთაც ქალის ორგანიზმზე კოსმეტიკური საშუალებების გავლენა შეისწავლეს. მათი კვლევებით დაადასტურა, რომ კანისა და ლორწოვანი გარსის გავლით, ქალის სხეულში მოხვედრილი ქიმიური ნივთიერებები ორგანიზმში ილექება, ამიტომ კოსმეტიკის რეგულარული მოხმარება მავნე ნივთიერებებით მოწამვლის რისკებს საკმაოდ ზრდის.

აღსანიშნავია, რომ საფრთხე ემუქრებათ არა მხოლოდ სუსტი სქესის წარმომადგენლებს, არამედ, მამაკაცებსაც, რომლებიც სისტემატურად მოიხმარენ შამპუნს, გელსა თუ თავის მოვლის სხვა საშუალებებს. უფრო ხშირად, კოსმეტიკის მომხმარებლებს დერმატოლოგიური დაავადებები უვითარდებათ - უღიზიანდებათ ლორწოვანი გარსი, ყველაზე საშიში კი ავთვისებიანი სიმსივნეა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით მავნეა დეზოდორანტები, რომლებიც კანცეროგენებს შეიცავენ.