"ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს" - მიშელი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

"ევროპულმა საბჭომ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი საქართველოს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი X-ზე წერს.

"ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით" - წერს მიშელი.

The European Council has decided to open accession negotiations with Ukraine & Moldova. #EUCO granted candidate status to Georgia. And the EU will open negotiations with Bosnia and Herzegovina once the necessary degree of compliance with the membership criteria is reached and…

— Charles Michel (@CharlesMichel) December 14, 2023