„ალბათ ენმ-ს ეს გზა უნდა გაევლო“-მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება და წერს, რომ პროცესიდან პარტია უფრო გაძლიერებული გამოვა:

"ალბათ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ეს გზა უნდა გაევლო და დარწმუნებული ვარ, რომ უფრო გაძლიერებული და წელში გამართული გამოვა ამ პროცესებიდან. 
მეც ბოლომდე ვარ ამ ბრძოლაში რუს ოლიგარქთან და რუსეთთან (ლავროვმა ამას წინათ, ევროპაში გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი მომიძღვნა), ამიტომ მე ვიბრძვი საქართველოსთვის რუსებთან და მათ დამქაშებთან და არ მაინტერესებს შიდა ინტრიგები. 
ყოველთვის გახსნილი ვარ სხვადასხვა ადამიანებისთვის და ჯგუფებისთვის კიდევ უფრო ძლიერი გაერთიანების შესაქმნელად, ან ახლავე „გამარჯვების კოალიციის“ პლატფორმაზე, ან ცოტა უფრო გვიან, როცა ყველა მიხვდება, რომ ერთიანობას ალტერნატივა არა აქვს." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ენმ-ს ძველსა და ახალ მენეჯმენტს შორის ვითარება კიდევ ერთხელ მას შემდეგ გამწვავდა, რაც პარტიის მოქმედმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიას აღარ წარმოადგენს. თავად მელიას ამის შესახებ არაფერი უთქვამს.

გუშინ და დღეს კი ბათუმსა და ზუგდიდში ენმ პარტიის წევრებმა დატოვეს.