რამდენი სამხედრო, ტანკი და თვითმფრინავი დაკარგა რუსეთმა ბოლო 24 საათში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
ბელორუსის საზღვრიდან კიევის მიმართულებით დააახლოებით 56 ერთეული რუსული სამხედრო ტექნიკა მიემართება . უკრაინელმა სამხედროებმა ივანკივში კოლონის შესაჩერებლად მდინარე ტეტერივის ხიდი ააფეთქეს, თუმცა როგორც ჩანს რუსებმა მალევე უზრუნველყვეს გასაშლელი ხიდების გადება და ისინი უკვე დიმირის რაიონში იმყოფებიან.
 
უკრაინის ეროვნული გვარდია და შეიარაღებული ძალები ცდილობენ მტრის მოგერიებას, მიმდინარეობს ინტენსიური შეტაკებები.
 
დღეს დილიდან ყირიმიდან დაძრული რუსეთის სადესანტო, სპეცრაზმის და 58-ე არმიის ნაწილები ქალაქ მელიტოპოლში შევიდნენ. იქ დაიკავეს ქალაქის ცენტრი და მიმდინარეობს შეტაკებები ქალაქის ჩრდილოეთში-აღმოსავლეთში  განთავსებული უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ძალებთან. პარალელურად, მარიუპოლიდან და ბერდიანსკიდან მელიტოპოლისკენ უკრაინული არმიისა და გვარდიის ნაწილები დაიძრნენ. სავარაუდოდ, რამდენიმე საათში მეკიტოპოლი მასშტაბური შეტაკებების ადგილი გახდება.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსული დანაკარგები დაახლოებით 800 სამხედროს შეადგენს. ამავდროულად განადგურებულია მტრის:
30 ტანკი,
130 ქსმ,
 
7 თვითმფრინავი
6 შვეულმფრენი