ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან სამი წელი გავიდა

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დღეს სამი წელი შესრულდა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან. 2020 წლის 20 აგვისტოს, ნავალნიმ, რომელიც ტომსკიდან მოსკოვში თვითმფრინავით მგზავრობისას გონება დაკარგა. თვითმფრინავი უკან, ომსკის აეროპორტში დაეშვა, საიდანაც რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსი ექიმები უარყოფდნენ ალექსეი ნავალნის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერების არსებობას.

ნავალნის ოჯახს ორი დღის შემდეგ მისცეს პაციენტის გერმანიაში გადაყვანის უფლება. ბერლინის კლინიკაში ალექსეი ნავალნი კომიდან 7 სექტემბერს გამოიყვანეს.

ევროპის რამდენიმე დამოუკიდებელი ლაბორატორიის და ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ პოლიტიკოსი მოწამლული იყო ნივთიერებით „ნოვიჩოკის“ ჯგუფიდან. ალექსეი ნავალნი მისი მკვლელობის მცდელობაში პირადად პრეზიდენტ პუტინს ადანაშაულებს.

ნავალნი გერმანიაში ოთხთვიანი მკურნალობის შემდეგ, მოსკოვში 2021 წელს დაბრუნდა. ის აეროპორტშივე დააკავეს. 2 თებერვალს, მოსკოვის სასამართლომ ოპოზიციონერს ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე თაღლითობის მუხლით ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა რეალური სასჯელით, 2,5 წლიანი პატმირობით შეუცვალა. მოგვიანებით პოლიტიკოსი ასევე გაასამართლეს თაღლითობის მუხლით.

2023 წლის 4 აგვისტოს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის ექსტრემისტული საზოგადოების შექმნის საქმეზე 19-წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი ვლადიმირის რეგიონის მაღალი უსაფრთხოების კოლონიაში გაიმართა.დაუწესეს.