რამდენს მიიღებს კვარაცხელია სეზონში?

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ის, რომ ხვიჩა კვარაცხელია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ნეაპოლიში“ გადავა, უკვე იტალიური კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც დაადასტურა. იტალიურმა მედიამ კი დაწერა, რომ გულშემატკივრები ქართველი ლეგიონერის ჩასვლას მოუთმენლად ელიან და დიდი იმედი აქვთ, რომ ხვიჩა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდება. მეტიც, იტალიელები იმასაც წერენ, რომ კვარაცხელია „ნაპოლისთან“ 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, წლიურად კი ჯამაგირის სახით, 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება სატრანსფერო ფასს, ხვიჩას სანაცვლოდ იტალიელები 8 მილიონ ეფვროს გადაიხდიან და ამ თანხის უდიდესი ნაწილი ბათუმის „დინამოს“ ერგება, დანარჩენი კი აგენტსა და სავარაუდოდ, ყაზანის „რუბინს“ შორის განაწილდება.

რაც შეეხება „რუბინს“. რუსეთში არსებული ვითარებისა და რუსული კლუბების ევროსარბიელიდან მოკვეთის შემდეგ, გუნდი პრაქტიკულად ყველა ლეგიონერმა და მათ შორის, კვარაცხელიამაც დატოვა. ამან კი ის მოიტანა, რომ მოწინავე სამეულში მებრძლი კლუბისგან აღარაფერი დარჩა და „რუბინი“ ახლა რუსულ პრემიერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის. ყველაზე კარგი კი ის გახლავთ, რომ ჩასაძრად განწირული გუნდი კვარაცხელიამ დროზე დატოვა და მომავალი სეზონიდან ქართველი გულშემატკივრები „ნაპოლის“ უქომაგებენ.