ლეგენდარული „დინამოდან“ აჩრდილი დარჩა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

1962 წლის 29 ივნისს, ჟენევაში, საკლუბო კალათბურთის ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, ჩემპიონთა თასის ფინალი შედგა. პარკეტზე თბილისის „დინამოსა“ და მადრიდის „რეალის“ კალათბურთელები გავიდნენ. იმის მიუხედავად, რომ ფავორიტად ესპანური გრანდი ითვლებოდა, ქართველებმა 90:83 იმარჯვეს და ისსტორიაში პირველად და უკანასკნელად მოიგეს საპატიო პრიზი.

წელს, იმ დიდი გამარჯვებიდან 60 წლის იუბილე აღინიშნება და იყო ვარაუდი, რომ საქართველოს სუპერლიგის გათამაშებას „დინამო“ მძლავრად ჩაატარებდა, ოქროს მედლებისთვის იბრძოლებდა, რაც 60 წლის იუბილესთვის კარგი აკორდი იქნებოდა. მეტიც, სუპერლიგა მაისში სრულდება, რაც იმას ნიშნავდა, რომ საიუბილეო თარიღთან ახლოს, ოქროს მედლების მოგება ბევრს გაახარებდა და სიმბოლური იქნებოდა.

ოქროს მედლები და ჩემპიონობისთვის ბრძლა კი არა, სუპერლიგის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, თბილისის „დინამო“, ისტორიაში პირველად, ქვედა ლიგაში დაქვეითდა. ჰო, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს დარჩენილი სამი ტური, „დინამო“ ახალ სეზონს უძლიერესთა შორის ვეღარ დაიწყებს. ახლა იმის თქმა, ვისი და რისი ბრალია ეს ყველაფერი, ალბათ, არც ღირს. უბრალოდ, ძალიან ცუდი წასაკითხია - ჩემპიონთა თასის მომგები, მადრიდის „რეალის“ მძლეველი თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

 

ავტორი: ბათო ჯაფარიძე