რომელია ყველასთვის საყვარელი ქართული საახალწლო სიმღერები, რომლის გარეშეც ახალი წელი წარმოუდგენელია

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი წელი ყველასთვის საყვარელი და გამორჩეული დღესასწაულია. 31 დეკემბერს ყველა ჩვენგანი სიხარულით ველოდებით, ამ დღის ემოციები მთელი წლის განმავლობაში შეიძლება გაგყვეს, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ შობა-ახალ წელს სადღესასწაულო განწყობით შევხვდეთ. ეს ჯადოსნური დღეები თემატური სიმღერების გარეშე კი წარმოუდგენელია. აქედან ყველაზე საყვარელი ჩვენთვის ქართული ჰიტებია, რომელიც ყოველი ახალი წლის წინ განსაკუთრებულად სასიამოვნო მოსასმენია. „ვერსია“ ზრუნავს თქვენს განწყობაზე და გთავაზობთ გამოკითხვას, რომელიც არათუ საახალწლო პერიოდში, არამედ წელიწადის ნებისმიერ დროს, ახალ წელსა და დღესასწაულს გაგახსენებთ. ერთად გავიგოთ რომელია ხალხის ყველაზე საყვარელი და გამორჩეული ქართული საახალწლო სიმღერები.

1. გამოკითხულთა რჩეული სიმღერა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ჯგუფი სახეს „თოვლი მოსულაა“ - ამ ჯგუფის თითქმის ყველა ჰიტი ათწლეულების შემდეგაც არავის უთმობს ადგილს მრავალი ქართველი მსმენელის გულებში და გამონაკლისი, ცხადია, არც მათი ეს საახალწლო სიმღერაა.

2. სტეფანე მღებრიშვილის „ჯადოსნური ღამე“ - ქართულ საახალწლო სიმღერებზე საუბრისას რთულია, პირველი სწორედ ჯადოსნური ღამე არ გაგახსენდეს.  სტეფანე მელოდიას ჯორჯ მაიკლის 1984 წელს ჩაწერილ ლეგენდარულ სიმღერას Last Christmas დაესესხა.

3. ირაკლი უჩანეიშვილი და ლენა რაქვიაშვილი „ფიფქები ცვივა და ფიფქები მღერიან“ - თოვლიანი ახალი წელი ამ სიმღერის გარეშე ალბათ ყველასთვის წარმოუდგენელია.

4. სალომე კორკოტაშვილი „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ - „რაც ყველაზე ძალიან გიყვარს“ ყველასთვის ერთ-ერთი საყვარელი ფილმია, მაგრამ სალიოს ეს საუნტრეკი მსმენილს გამორჩეულად უყვარს.

5. ნატო გელაშვილი „დეკემბერი“ - ნატო გელაშვილი ყველასთვის საყვარელი მომღერალია და ეს სიმღერაც განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ახალი წლის სიაში.