5 საახალწლო კერძი, რომელიც ყველას სუფრაზე უნდა იყოს

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალი წელი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც ყველა, ახალი იმედებით, სურვილებით და მიზნებით ვეგებებით. საქართველოში ადამიანების უდიდესი ნაწილი ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების გარემოცვაში ხვდება, ამიტომ, ქართველებისთვის მნიშვნელოვანია ახალი წლის სუფრა იდეალურად გამოიყურებოდეს, იყოს ტრადიციული კერძებით და ტკბილეულით გაწყობილი. საცივი, ხაჭაპური, ჩურჩხელა და გოზინაყი აუცილებელი ელემენტია საახალწლო სუფრისთვის. გოზინაყი, რომელიც სპეციალურად ახალი წლისთვის მზადდება ქართველების საყვარელი ტკბილეულია, როდესაც უკვე სუფრა მზად არის ახალი წლის შემობრძანების სურვილიც სულ უფრო და უფრო იზრდება. „ვერსია“ გთავაზობთ გამოკითხვას, ერთად გავიგოთ თუ რომელია ხალხის აზრით ის ხუთი საკვები, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე?

1. საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, რომ საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტი არის საცივი. ეს კერძი ნებისმიერი ოჯახის სუფრაზე აუცილებელად უნდა იყოს.

2. ხალხის აზრით, საახალწლო სუფრის ერთ-ერთი გამორჩეული და  განუყოფელი ნაწილი არის სალათი ოლივიე. 

3. გოზინაყი ქართული საახალწლო სუფრის უცვლელი სიმბოლოა. იგი, ტრადიციულად, განსაკუთრებული დატვირთვით მზადდებოდა, რადგან თაფლი და ნიგოზი ბუნების ძალასა და ძლიერებასაც კი გამოხატავდა. 

4. ჩვენს ხუთეულში ერთ-ერთი ადგილი ჩურჩხელამ დაიკავა, რომელიც საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია.

5. და ბოლოს, ყველასთვის საყვარელი დღესასწაული ტოლმის გარეშე ყველასთვის წარმოუდგენელი აღმოჩნდა.