"2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში" - ირაკლი ღარიბაშვილი

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, 2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი.

 

„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გარემოს დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ განხორციელებული სამუშაო. ჩვენ ბიუჯეტი გავახუთმაგეთ ამ მიმართულებითაც.

 

2-ჯერ გაიზარდა დაცული ტერიტორიების ფართობი ბოლო 10 წლის განმავლობაში. 100 დაცული ტერიტორიის საერთო ფართობი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 13%-ია.

ახლა ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 1200 კმ-ამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკებისა და და ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე 15 დაცულ ტერიტორიაზე, რაც მნიშვნელოვანი ატრაქცია იქნება ჩვენი მოქალაქეებისა და ტურისტებისათვის.

 

2012 წელს აღდგენილი იყო 100 ჰა-მდე ტყის ფართობი, წელს 40-ჯერ, ანუ 4000 ჰა-მდე გაიზარდა აღდგენილი ტყის ფართობი”, - განაცხადა პრემიერმა.