რუსთავში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ  ქალაქ რუსთავში განსახლების მსურველი იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო.  

საცხოვრებლით უზრუნველყოფის მოთხოვნით დევნილი ოჯახები განაცხადის გაკეთებას,  1-ლი აპრილის  ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეძლებენ. განაცხადები ასევე მიიღება  სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე:

რუსთავი, კოსტავას ქ.N20;
გორი, სამების ქუჩა N1;
ქუთაისი, ი. აბაშიძის გამზ. N27;
ზუგდიდი, დ. აღმაშენებლის ქ. N106.

ამ ეტაპზე, ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება თბილისში, რუსთავში, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

სააგენტოს უკვე გადმოეცა 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი ქალაქ რუსთავში, სადაც დევნილი ოჯახებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კორპუსები აშენდება.