რას აკეთებს ქართული ბიზნეს სექტორი უკრაინის მხარდასაჭერად

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რას აკეთებს ქართული ბიზნეს სექტორი უკრაინის მხარდასაჭერად (ინფორმაცია განახლდება სისტემატიურად) :
-ტურიზმის სექტორი პირველივე საათებიდან სთავაზობს განთავსებას საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელებს (Spend 4 Seasons in Georgia ჯგუფის დახმარებით დღემდე მიმდინარეობს უკრაინელების დაბინავება, რამდენიმე საათში დაემატება სასტუმროების სია)
-ქართული სტარტაპი პულსარის ქართველი და ამერიკელი თანამშრომლები შემოწირულებებს აკეთებენ უკრაინისთვის, კომპანიის განცხადებით შეგროვებულ თანხას გააორმაგებს თავას პულსარი;
-TBC - თიბისი ბანკმა შექმნა საქველმოქმედო ფონდი, სადაც ამ დროის მონაცემებით 400,000 ლარზე მეტი შეგროვდა (ბანკმა ფონდში 200,000 ლარი გადარიცხა)
-მადარტი • Madart - საკვებით მოამარაგა საქართველოში დარჩენილი უკრაინელები;
-ჯპს აფთიაქი - GPC Pharmacy & Pharmadepot ∙ ფარმადეპო 1 მლნ ლარის ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის;
-ევექსი კლინიკები • Evex Clinics უკრაინელებს უსასყიდლოდ გაუწევს სამედიცინო კონსულტაციასა და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას;
-საქართველოს ფოსტა / Georgian Post უსასყიდლოდ მიიღებს და გააგზავნის ჰუმანიტალურ დახმარებას ფიზიკური პირებისგან;
-PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი 200,000 ლარის მედიკამენტები და პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები
- Silknet - სილქნეტი - უკრაინის მიმართულებით ზარები უფასოა;
-AutoBus / ავტობასი საქართველოში ჩარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს სთავაზობს ტრანსპორტირებას სასურველ სასტუმროსა თუ საცხოვრისამდე;
-ვივამედი • Vivamedi საქართველოში მყოფ უკრაინელებს უსასყიდლოდ სთავაზობს სამედიცინო მომსახურებას;
-ჯეპრა • Gepra სამუშაო სივრცე უკრაინელებისთვის;
-Wolt ვოლტმა და წითელი ჯვრის ასოციაციამ დაიწყო დონაცია უკრაინელების მხარდასაჭერად;
-ბილაინი - Beeline უკრაინის მიმართულებით ზარები და შეტყობინებები უფასოა;
-Collider • კოლაიდერი სამუშაო სივრცე უკრაინელებისთვის;
-სარესტორნო ბიზნესი - სხვადასხვა რესტორანი უკრაინელებს საკვებით უმასპინძლდება (დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას რესტორნების შესახებ)

წყარო-ბიზნესპარტნიორი