სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე „ჯივიპი“ წყალარინების ქსელს აახლებს

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ქსელის სისტემური გაუმჯობესების მიზნით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელს აახლებს.

„ჯივიპის“ ინფორმაციით, რეაბილიტაციის ფარგლებში იცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მოძველებული წყალარინების მაგისტრალური ქსელი, ახალ ქსელზე 22 წყალარინების ჭა დამონტაჟდება. პროექტში კომპანია 900 000 ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს.

„ჯივიპი“ აქტიურად აგრძელებს მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას, ახლა ჩვენ ვიმყოფებით სამგორის რაიონში, მამისაშვილის ქუჩაზე, სადაც უკვე ხუთი თვეა წყალარინების მოძველებული ქსელის შესაცვლელად მასშტაბური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. აღნიშნული ქსელი იყო ამორტიზირებული და მოსახლეობას ხშირად უქმნიდა დისკომფორტს. პროექტი დასრულების ეტაპზეა, შეიცვლება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, რის შემდეგაც სამგორის რაიონში მამისაშვილის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება მომსახურება”, - განაცხადა „ჯივიპის“ აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ.

კომპანიის ცნობით, მამისაშვილის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები სექტემბრის ბოლოს დასრულდება.

მათივე განმარტებით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება „ჯივიპის“ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურად რეჟიმში განახორციელებს.