ორხევის დასახლებაში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

დედაქალაქი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სამგორის რაიონში, ორხევის დასახლებაში, ქიზიყის ქუჩა N7-ის მიმდებარედ ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი ფეხბურთის მოედანი 450 კვ. მ ფართობზე მოეწყო.
სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 219 334 ლარი გამოიყო.

დასრულებულ სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, მოადგილე სოსო ბურდულაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.