ქართველებმა კვიპროსში 180 ათასევროიანი 5 კარატიანი ბრილიანტები გაიტაცეს

კრიმინალი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ძარცვა ჰოლივუდური ფილმის სცენარით – ასე აშუქებს ადგილობრივი მედია კვიპროსში 180 ათასი ევროს ღირებულების ძვირფასი თვლების ქურდობას. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამი პირიდან, ორი ქართველია. ახალგაზრდა ქალმა და მამაკაცმა თანამზრახველთან ერთად საიუველირო მაღაზიიდან 5 კარატიანი ბრილიანტის ქვები მოტყუებით გაიტაცა.  ქართველი მძარცველები ლიმასოლში, საიუველირო მაღაზიასთან დამონტაჟებულმა კამერებმა დააფიქსირეს.

პოლიციამ ფოტოებით დამნაშავეთა იდენტიფიცირება მოახერხა. ჩანაწერები იმავე დღეს გადაეცა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურს, რომ მძარცველებმა ქვეყნის დატოვება ვერ შეძლონ.  მომხდარის გამო, ლიმასოლის აეროპორტში სამართალდამცველთა სრული მობილიზაციაა. ვარაუდობენ, რომ 180 000 ევროს ღირებულების ბრილიანტის ქურდობაში მხილებული საქართველოს მოქალაქეები ჯერ კიდევ კვიპროსში იმყოფებიან. მათ მთელი კვიპროსის მასშტაბით ეძებენ.უკვე ცნობილია, რომ საქმეში ინტერპოლიც ჩაერთვება და ბრალდებულებზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება.