"4 წლის თავზე ქვეყანას ექნება სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები რეგიონში" - პრემიერი

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მისია, სტრატეგიული ფუნქცია და ახალი რეალობის ფონზე, რაც შეიქმნა ზოგადად რეგიონში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია, თვისებრივად გავაძლიეროთ ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია, სატრანზიტო ფუნქცია, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, სწორედ სწორედ, ამას ემსახურება დაანონსებული ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

„ჩვენ გვაქვს სისტემური მიდგომა, ზუსტად ვიცით, წლიდან წლამდე რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პოზიციების გასაძლიერებლად. ეს ეხება ავტოსაგზაო მაგისტრალებს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას, ეს ეხება რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს, ანაკლიის პორტის განვითარებას, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ 4 წლის თავზე ქვეყანას ექნება სრულიად განსხვავებული, ბევრად უფრო ძლიერი პოზიციები რეგიონში, ვიდრე აქვს დღეს. შესაბამისად, ამ პროექტების განხორციელებას დაეთმობა განსაკუთრებული ყურადღება,“- განაცხადა პრემიერმა.

 

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში.


„დაასანქცირეს 2008 წლის ომში ნაბრძოლი 2 ადამიანი, შსს-ს პოლიციის წარმომადგენელი. ყველამ უნდა გაიხსენოს, რომ პოლიცია საქართველოში ის ინსტიტუციაა, რომელიც ყველაზე მაღალი ნდობით სარგებლობს. როდესაც პოლიციის წარმომადგენლებს, 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ, ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ რაღაც კარგად არ არის კონკრეტულ ინსტიტუციებში. კონტრპროდუქტიული რომ იყო სანქციები, ეს აქამდეც დადასტურდა პრაქტიკით. აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ეს პრაქტიკა მომავალშიც გაგრძელდეს. უსამართლო და კონტრპროდუქტიულია. მე მგონია, რომ ეს ხალხი, საბოლოო ჯამში, მაინც პრაგმატულია და ისეთ ნაბიჯებს არ გადადგამენ, რაც პრაგმატულად არ შედის მათივე ინტერესებში,“- განაცხადა პრემიერმა.