განიხილება დაფინანსება, შენგენში შესვლის აკრძალვა ოფიციალური პირებისთვის და სხვა-ცაჰკნა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სხვადასხვა ზომას, მათ შორის დაფინანსების შეჩერების საკითხსა და ოფიციალური პირებისთვის შენგენის ზონაში შესვლის აკრძალვას განიხილავენ.

შეხვედრის დაწყებამდე ცაჰკნამ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ თუ მთავრობა ქცევას არ შეცვლის და რუსულ კანონს უკან არ წაიღებს, ევროკავშირისკენ ნაბიჯს ვერ გადადგამს.

"სამწუხარო დღეა, რადგან განვიხილავთ ვითარებას საქართველოში, იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის ევროკავშირისკენ, არამედ, პირიქით. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისკენ არ იქნება, თუ ეს მთავრობა არ შეცვლის ქცევას, თუ უკან არ წაიღებს უცხოური გავლენის აგენტების კანონს.

არის ევროპული კომისიის მიერ მომზადებული ზომების ჩამონათვალი, ასევე, განიხილება საქართველოსთვის სხვადასხვა დაფინანსების გაცემის საკითხი, ასევე, შენგენში შესვლის აკრძალვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებისთვის და ბევრი სხვა ასპექტი, ასე რომ ვითარება საქართველოსთვის სერიოზულია და მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს მთავრობას, რადგან ქართველი ხალხი მხარს უჭერს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას. ჩვენ ვიყავით იქ და ვნახეთ რა ხდება, ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უნდა მივიღოთ ზომები და მკაფიო პოზიცია გამოვხატოთ", - განაცხადა ცაჰკნამ.

***

დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოც იქნება. დღევანდელ შეკრებაზე რუსული კანონის გამო საქართველოში არსებულ ვითარებაზე და ბრიუსელის მხრიდან შესაძლო საპასუხო ზომებზე იმსჯელებენ.

როგორც ცნობილია, მსჯელობა შეეხება მათ შორის რეაგირების მექანიზმებსაც, რომელთა შორისაა - პერსონალური სანქციები, სამთავრობო დაფინანსების შეჩერება, ვიზალიბერალიზაციის გადახედვა.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იმსჯელებენ რუსეთის აგრესიაზე უკრაინის მიმართ და აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.