ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ მოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიის, კულტურისა და დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია.

„საქართველოს მუსლიმ მოქალაქეებს გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს - მშვიდობის, თანადგომის, იმედისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს.

მუსლიმი თემი საქართველოს ისტორიისა და კულტურის, მისი დღევანდელობის განუყოფელი ნაწილია. თქვენი შრომითა და ქვეყნის ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სამშობლოს წინსვლაში. ამიტომ, თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია.

ვუერთდები საზეიმო განწყობას, რომელიც დღეს თქვენს ოჯახებშია და მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.