საგანმანათლებო კვირეული სურამში დასრულდა

საზოგადოება
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
სამგორის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, სამგორში მცხოვრები მოზარდებისთვის საგანმანათლებო კვირეული " წარმატების ვექტორი" დასრულდა.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 18-დან 22 წლამდე ახალგაზრდებისთვუს, სურამში ხუთდღიანი, სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები გაიმართა. მრავალფეროვანი აქტივობები ჯგუფურ და პერსონალური დავალებებს შესრულებას მოიცავდა.
 
პროექტის ფარგლებში, მონაწილეები შეხვდნენ სამგორის რაიონის გამგებელს კახა სამხარაძესა და საქართველოს პარლამენტის წევრ ქეთი ჩარკვიანს, სადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში, მოზარდებისთვის საინტერესო საკითხები განიხილეს.
 
საგანმანათლებლო კვირეულის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.
 
პროექტის მიზანია ადგილობროვი მოზარდების ცნობიერების ამაღლება, კრიტიკულ აზროვნებისა და სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა, ასევე, საჯაროდ გამოსვლის უნარების გამომუშავება და გაუმჯობესება.