კონტარცეპტივი... მამაკაცებისთვის

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მამაკაცებისთვის განკუთვნილი ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რაც ტესტოსტერონის დონეს აქვეითებს, ამერიკელმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს. მათ კვლევაში 96 ჯანმრთელი მამაკაცი მონაწილეობდა. 28 დღის განმავლობაში, მათი ნაწილი პლაცებოს იღებდა, ნაწილი კი - პრეპარატ DMAU-სა და 11-ბეტა- MNTDC-ს, რომლებიც ტესტოსტერონს აქვეითებენ და სპერმატოზოიდების რაოდენობას ამცირებენ. უკვე ერთი კვირის შემდეგ, ექსპერიმენტის მონაწილეებში, რომლებიც პრეპარატებს იღებდნენ, ამ ჰორმონის დონე ნორმაზე ქვემოთ ჩამოვიდათ.

მიუხედავად იმისა, რომ ტესტოსტერონის დონის შემცირებას გვერდითი მოვლენები ახლდა თან, მონაწილეთა უმრავლესობა მზად იყო, კვლავ გაეგრძელებინა პრეპარატების მიღება. სპეციალისტების განცხადებით, მამაკაცებისთვის განკუთვნილი ეფექტური კონტრაცეფციის საშუალების შექმნა გააუმჯობესებს, როგორც კაცების, ასევე, ქალების რეპროდუქციულ შესაძლებლობას და დიდ გავლენას იქონიებს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზეც: შეამცირებს არასასურველ ორსულობას და მამაკაცებს შესაძლებლობას მისცემს, უფრო აქტიური როლი შეასრულონ ოჯახის დაგეგმვაში.