სინგაპურის მცხოვრებლებს ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის გადაუხდიან

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

სინგაპურის მცხოვრებლებს, თუკი ისინი სწორად იკვებებიან და ამავდროულად, სპორტსაც მისდევენ, იცავენ ძილის რეჟიმს, შეუძლიათ, 280 დოლარამდე თანხა გამოიმუშაონ. ეს ჩაწერილია შეთანხმებაში, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებამ კომპანია Apple-თან დადო. აქცია ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობა შეეძლებათ „აიფონებისა“ და Apple Watch-ის მფლობელებს. ისინი დარეგისტრირდებიან სპეციალურ პროგრამაში, რომელიც მათ ჯანმრთელ ჩვევებზე შეაგროვებს მონაცემებს. გარკვეული მაჩვენებლის მიღწევისას, პროგრამაში მონაწილეები ფულად ჯილდოს მიიღებენ.