ჰაერს „ჭკვიანი ხეები“ გაწმენდენ

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად, რუმინეთში, ეგრეთ წოდებულ, „ჭკვიან ხეებს“ გააშენებენ. ეს მოწყობილობები ატმოსფეროს ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს. City Tree ანუ „ქალაქის ხე“ - მაღალტექნოლოგიური ფილტრია, რომელიც ხელოვნური უჯრედების დახმარებით წმენდს ჰაერს და მტვრის ნაწილაკებისგან ფილტრავს. ეს ფილტრები კვადრატული ფორმის მოდულზეა განთავსებული. ერთ ასეთ „ჭკვიან ხეს“, ერთი საათის განმავლობაში, იმდენი ჰაერის გაწმენდა შეუძლია, რაც 7 ათასი ადამიანისთვისაა საკმარისი. გარდა ამისა, მოწყობილობა ქალაქის ხმაურსაც ახშობს და ზაფხულში ცხელი ჰაერის 2.5 გრადუსით გაგრილებაც შეუძლია. მსგავსი ტექნოლოგია ევროპის რამდენიმე ქალაქში უკვე მოქმედებს, მაგალითად, ბერლინში. დასაწყისისთვის, რუმინეთის ქალაქ იაშში, 10 მოდულის დამონტაჟება იგეგმება, მომავალში კი მათი რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება.