ჩინეთში, საპატარძლოს გამოსყიდვა აკრძალეს

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩინეთის ჰენანის პროვინციაში, საპატარძლოს გამოსასყიდად, დიდი თანხის გადახდა მის მონობაში გაყიდვას გაუთანაბრეს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ განჩინება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, მზითევი, რომელსაც ჩინეთში, გოგოს მშობლებს სიძის მხარე უხდის, 20 ათას იუანზე (3 ათასი დოლარი) ძვირი არ უნდა იყოს. ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, გამოძიება ჩატარდება, გარიგება კი ადამიანებით ვაჭრობად და თაღლითობად ჩაითვლება. ხელისუფლება დაარეგულირებს ქორწინების პროცესსაც: სუფრას, მის წევრებს და მანქანების რაოდენობას. ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, ასეთი ღონისძიებებით აღკვეთენ თაღლითობას, რომელიც პატარძლის დიდ გამოსასყიდს უკავშირდება.