ორკესტრს რობოტმა უდირიჟორა

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ შარჯაში, ანგელოზისსახიანმა ანდროიდმა მუსიკოსებს უხელმძღვანელა. დროდადრო, Android Alter 3 არიებსაც მღეროდა. ასეთი უჩვეულო დირიჟორის გამოყენება გადაწყვიტა იაპონელმა კომპოზიტორმა სიბუიამ საკუთარი ოპერის - „საშინელი სილამაზის“ შესრულებისთვის. რობოტ-დირიჟორს არ ჰქონდა არც ჯოხი, არც ფრაკი ეცვა და არც პარტიტურა ედო წინ. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, თამამად ეხელმძღვანელა მუსიკოსებისთვის. სპეციალისტების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ანდროიდმა დავალებას თავი კარგად გართვა, მას ბოლომდე დირიჟორის შეცვლა მაინც არ შეუძლია. თუკი შემთხვევით, ორკესტრი საჭირო ტემპს ვერ აიღებს, რობოტი მუსიკოსების დაკრულის სინქრონიზებას ვერ შეძლებს.