რესტორანი რომელშიც ყველა კერძი ნაყინით მზადდება

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

აპენინებზე, მარადიულ ქალაქში, ახალი რესტორანი Il Gelato D' Essai da Geppy Sferra გაიხსნა, სადაც იმედოვნებენ, რომ ყველასთვის საყვარელი ნაყინი მხოლოდ ტკბილი დესერტი არ იქნება და ის კერძების მნიშვნელოვანი ინგრედიენტი გახდება. ამ დაწესებულების მენიუს ყველა კერძში არის ნაყინი, ზოგიერთი კომბინაცია კი მართლაც გასაოცარია. მაგალითად, ქათმის კარი ქოქოსის ნაყინით, ტკბილ-მჟავე ღორის ხორცი ანანასის სორბეტით, ყაბაყის სპაგეტი პიტნით, ლიმონით, მოხალული ნუშით, რიკოტათი და ნაყინით. საიდუმლო არავისთვის არაა, რომ ამ ცივ დესერტს იტალიელები აღმერთებენ - სტატისტიკური მონაცემებით, წლის განმავლობაში, ერთი ადამიანი, დაახლოებით, 6 კილოგრამ ნაყინს მიირთმევს.