ყველაზე პროდუქტიული დღე ორშაბათია

მსოფლიო
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საყოველთაოდ მიღებული მოსაზრების მიუხედავად, ექსპერტები აცხადებენ, რომ კვირის ყველაზე პროდუქტიულ დღედ ორშაბათი უნდა მივიჩნიოთ. როგორც ცნობილია, ბევრს არ უყვარს ეს დღე, მაგრამ მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ სწორედ ორშაბათობითაა ადამიანი მაქსიმალურად შრომისუნარიანი. საინტერესოა, რომ ამ კვლევაზე შეკვეთა „მაიკროსოფტისგან“ შევიდა და ის ბრიტანელმა სწავლულებმა განახორციელეს. კვლევამ აჩვენა, რომ სხვა დღეებთან შედარებით, განსაკუთრებით მობილიზებილი და პროდუქტიული ადამიანისთვის, სწორედ „მძიმე“ ორშაბათია. შაბათ-კვირის დასვენების შემდეგ, დილის 10.00 საათზე, ორგანიზმი განსაკუთრებით ძლიერია და მზადაა ნებისმიერი საქმის შესასრულებლად, თუმცა კონცენტრაციის ასეთ მაღალ დონეს დიდხანს ვერ ინარჩუნებს და უკვე მომდევნო დღეს, ის უკვე დაქვეითებულია. ასე რომ, ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი საქმეების განხორციელება ადამიანმა, სჯობს, ორშაბათს დაიწყოს.