2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ირაკლი ღარიბაშვილი

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

 მთავრობის მეთაურის თქმით, 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი.

 „ასევე, შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2003-2012 წლებში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წლიურად საშუალოდ 950 მილიონი დოლარი იყო, 2013-2022 წლებში, ეს რიცხვი 1.5 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, აქაც თითქმის 60%-იანი ზრდა, ბოლო 11 წელიწადში.

2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, 2012 წელთან შედარებით გაზრდილია 2-ჯერ და შეადგინა 2.1 მილიარდ აშშ დოლარი“, - განაცხადა პრემიერმა.
ეს რას ნიშნავს, ძვირფასო მეგობრებო, ჩემო კოლეგებო, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა ვითარდება სწორი გზით, ქვეყნის ეკონომიკა იზრდება სწრაფად, ქვეყანა მდიდრდება და ჩვენი მოსახლეობა მდიდრდება“, - განაცხადა პრემიერმა