ფიქსირებული გადასახადი დღგ-ს ნაცვლად - რას ითხოვს ასოციაცია 100000 ლარზე ნაკლები ბრუნვის მქონე რესტორნებისთვის

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

რესტორატორთა ასოციაცია იმ სარესტორნო ობიექტებისთვის, რომლებსაც 100 000 ლარზე ნაკლები ბრუნვა აქვთ დღგ-ის გაუქმებას და ფიქსირებული გადასახადის დაწესებას ითხოვს. თუ რას შეცვლის ამ მოთხოვნის შესრულება ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დილა“ საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა.

მისი თქმით. იმისათვის, რომ სარესტორნო ბიზნესში არსებული სიტუაცია უკეთესი გახდეს რესტორნებს და კაფე-ბარებს შორის დივერსიფიცირება უნდა მოხდეს.

„დღევანდელი ტენდენცია დადებითია, ასევე მოსალოდნელია, რომ ტურისტების სიმრავლე მომავალშიც გაიზრდება. თუმცა დღეს ბაზარზე არსებული იმ რესტორნების პრობლემა, რომელთა თვიური ბრუნვა 100 000 ლარზე ნაკლებია მუშა-ხელია. თუმცა თუ დღეს აღნიშნული კვების ობიექტები და რესტორნები თავის შენახვას ახერხებენ გარკვეული პერიოდის მერე ეს პრობლემატური იქნება. ამიტომ აუცილებელია, რომ მათთვის გარკვეული საგადასახადო წნეხი მოხსნილი იყოს, იმისათვის, რომ მათ თავიანთი თანამშრომლების შენახვა შეძლონ.

ამაში იგულისხმება, დღგ-ს ანუ ბრუნვის და არა მოგების გადასახადი, ხშირად ეს გადასახადი იმ რესტორნებისთვის, რომელთა ბრუნვაც არ არის დიდი დამატებითი წნეხია და რესტორნები ყოველთვიური პრობლემების წინაშე დგანან. ისინი იხდიან დღგ-ს დისტრიბუციის გადასახადის გადავადების, ან თანამშრომლებისთვის ანაზღაურების დაგვიანების ხარჯზე. შესაბამისად ჩვენი იდეაა, რომ ასეთი ტიპის რესტორნებისთვის მოიხსნას დღგ-ის გადასახადი და დაწესდეს ფიქსირებული გადასახადი. ამ წნეხისგან განთავისუფელება ბიზნეს თანამშრომლების მოზიდვის საშუალებას მისცემს და დიდშემოსავლიანი რესტორნების მიმართ კონკურენტუნარიანს გაზდის“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

მეორე საკითხი რაზეც რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ისაუბრა, საშემოსავლო გადასახადია. მისი თქმით, იმ ადამიანს ვისი ხელფასიც თვეში 1 მაქსიმუმ 1500 - 2000 ლარია საშემოსავლო გადასახადის ნახევარი უნდა დაუბრუნდეთ. ბურჯანაძის თქმით, ამით ბიუჯეტს ბევრი არაფერი არ დააკლდება.

 

„საშემოსავლო გადასახადი, რომელიც რეალურად დასაქმებულის მიერ არის გადახდილი, თვითონ დასაქმებულს ამაზე წარმოდგენა არ აქვს. მაგალითად როდესაც დასაქმებულის ხელფასი არის 1000 ლარი, ის ბიუჯეტში იხდის 250 ლარს. ჩვენი იდეაა, რომ 250 ლარიდან ნახევარი, გადახდის შემდეგ, დაუბრუნდეს ისევ დასაქმებულს. ეს შეეხოს რესტორნებში დასაქმებულ ადამიანებს, რომელთა ხელფასებიც 2000 ლარამდეა და ეს ადამიანები უფრო მოტივირებულები იქნებიან, რომ სახელმწიფოს მხრიდან დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდებათ და მეტი მოტივაცია ექნებათ იმისთვის, რომ რესტორნებში დასაქმდნენ.

ეს საკითხი მოკლევადიან პერსპექტივაში არ გადაწყდება, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი ტიპის რესტორნებმა მუშა-ხელის შენარჩუნება შეძლონ და შეძლონ, რომ ბრუნვამ 100 000 ლარს გადააჭარბოს ეს ნაბიჯი უმნიშვნელოვანესია“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით, არსებული მოდელი გერმანიაში 2006 წელს იყო, მაშინ როდესაც გერმანიას დასაქმებასთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა.

„ამ მოდელის განვითარებით გერმანიამ შეძლო ადამიანების შენარჩუნება. მაგალითად, ის ადამიანები, რომლებიც სოციალურად დაუცველები იყვნენ დასაქმდნენ, ადამიანებს რომლებსაც დაბალი შემოსავალი ქონდათ გაეზარდათ შემოსავალი. ეს ნაბიჯი შეაჩერებს იმ მიგრაციასაც რასაც დღეს საქართველოში ვუყურებთ და ადამიანები შეძლებენ, რომ საქართველოში თავი ბედნიერად იგრძნონ“, - აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.

წყარო:https://commersant.ge/