"მაქვს იდეა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ"- მამუკა ხაზარაძის შეთავაზება ბიზნესმენებს

ეკონომიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

მოვუწოდებ ყველა ბიზნესს - მსხვილს თუ საშუალოს, რომ შევქმნათ დასაქმების ერთიანი პლატფორმა ჩვენი მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ადგილზე დასამაგრებლად, ასევე, საჭიროა იმ იდეების მხარდაჭერა, რომელიც ახალგაზრდებს აქვთ და სტარტაპებისთვის სპეციალური ფონდის შექმნა, - ამის შესახებ, მამუკა ხაზარაძემ მის მიერ გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოში ათი ათასობით რუსი ეროვნების ადამიანი შემოდის და ამავე დროს ასი ათასმა ქართველმა უკვე დატოვა ქვეყანა, ასი ათასზე მეტი კი წასასვლელად ემზადება.

მიმართვა სრულად იხილეთ ვიდეო რგოლში: