შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით ლატვიის რესპუბლიკას ეწვია

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - შალვა ბედოიძე ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის 105 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - თეიმურაზ კუპატაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსმა არმანდს რუკსმა უმასპინძლა.

ვიზიტის განმავლობაში, გაიმართა შეხვედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციასა და ლატვიის რესპუბლიკის პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შორის. შეხვედრებზე მხარეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გამოხატეს მზაობა, რომ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდეს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.