რა სიახლეებზე ისაუბრა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომის დაწყების წინ რამდენიმე განცხადება გააკეთა, მათ შორის, მთავრობის მეთაურმა ეკონომიკის მიმართულებით დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„მინდოდა კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით, ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს, პირველ კვარტალში, თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ვიწყებთ მზადებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის, მოგეხსენებათ, 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალს, ამის თაობაზე დღეს გვექნება მსჯელობა. ჩვენ 100 მლნ ლარი უნდა გამოვყოთ ბიუჯეტიდან და ფესტივალისთვის დავიწყებთ მზადებას, - ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად თბილისსა და ბაკურიანში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა.

„ბაკურიანში მოეწყობა ბიატლონის და თხილამურებით რბოლის მოედანი, თბილისში აშენდება ყინულის სასახლე და სხვა ახალი ინფრასტრუქტურა დაემატება თბილისსა და ბაკურიანს. წელს 25 მლნ ლარი უკვე არის გამოყოფილი, ჯამში 100 მლნ ლარი დაგვიჯდება ამ ფესტივალის ორგანიზება,“- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით, აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია.

„6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით,  თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი იწყება. 

„6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. სამწუხარო რეალობაა და პრაქტიკაში ჩვენ ვიცით, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და ყიდიან უცხოეთში. ეს არის მთავარი პრობლემის გამომწვევი. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მალე შედეგი გვექნება. ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ.

პარალელურად გარემოს ეროვნული სააგენტო დაიწყებს ხარისხის სისტემატიურ შემოწმებას, ასევე ავტომობილების და ჩვენ დავიწყებთ, უკვე მიმდინარე წლიდან, თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს. სპეციალური აპარატურის საშუალებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი დაწესდება. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება.

„პირველი საკითხი ეს არის ჰაერის დაბინძურების საკითხი, რომელიც ჩვენ ყველას გვაწუხებს, ჩვენს ხალხს, მოსახლეობას, საზოგადოებას. ჩვენს დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში არის ძალიან დიდი პრობლემა. ამის თაობაზე დეტალური კვლევები ჩაატარა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ და მინდა ამის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება გაგაცნოთ.

პირველ რიგში, მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ ჩვენ უკვე დიდი ხანია, რამდენიმე წელია დავაწესეთ სტანდარტი საწვავზე და ევრო 5-ის სტანდარტის საწვავი შემოდის საქართველოში. ამას, რა თქმა უნდა, მუდმივად მონიტორინგს უტარებს შესაბამისი სამსახური, გარემოს ეროვნული სააგენტო. ჩვენ წელს ასევე, დიზელი იყო დარჩენილი, დიზელზეც მივიღეთ გადაწყვეტილება და ევრო 5-ის სტანდარტის დიზელი შემოდის და ბენზინიც და ხდება რუტინულად შემოწმება ხარისხის. მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ზოგადად დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც დარჩა, ეს არის ჰაერის დაბინძურება, რაც დაკავშირებულია ძალიან ბევრი გაუმართავი ავტომობილის გამო. მოგეხსენებათ, რომ ეს პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან და ვფიქრობთ, ეს ყველაფერი დადებითად აისახება მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის უკვე შევიდეს ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსების და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან, ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, არსებობს გარკვეული მოსაზრებები და ამის თაობაზე გვინდოდა, რომ უფრო მეტი გონივრული ვადა მიგვეცა.

მინდა ავხსნა უფრო კონკრეტულად, რომ აღნიშნული თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი. მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში, რა თქმა უნდა, უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის თქმით, ქვეყანაში ორი პრობლემური და დამაბინძურებელი გვაქვს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის ორჟანგი.

„ამას უფრო დეტალურად განმარტავენ ჩვენი შესაბამისი სპეციალისტები, მაგრამ ბოლო 4 წლის გაზომვები გვაჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგით ჰაერის დაბინძურების უმთავრესი წყარო არის სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტი. კერძოდ, ამ დამბინძურებლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება უმსხვილეს ქალაქებში, თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზესტაფონში, მარნეულში, ხაშურში, ახალციხეში და ჭიათურაში. გეტყვით, რომ აღნიშნული პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქში დგას, სადაც ყოველდღიურად ყველაზე მეტი ავტომობილი მოძრაობს. თბილისში ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება და ამ ლოკაციებზე, რიგ ქუჩებზე გადაჭარბება ორჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. რაც ყველაზე მეტად ყურადსაღებია, ჩვენ გასულ წელს გავზომეთ ჰაერის ხარისხი და ბოლო პერიოდში გაზრდილია საგრძნობლად ეს მავნე ნივთიერებების კონცენტრაციების მოცულობა. ამას სჭირდებოდა დროული რეაგირება.
ჩვენ ასევე გადავხედეთ სხვა ქვეყნების გამოცდილებას. რეგიონში არც ერთი ქვეყანა აღარ დარჩა, რომელმაც ევრო 5-ის სტანდარტზე არ გადაიყვანა მთელი ავტოპარკი და ეს რეგულაციები მანამდე უკვე შემოღებული აქვთ ზოგიერთ ქვეყნებს, მათ შორის, ჩვენს მეზობლებს სომხეთშიც, აზერბაიჯანშიც, ევროპაზე, რა თქმა უნდა, აღარ მაქვს საუბარი. ევროპაში დიდ ხანია ეს სტანდარტია დაწესებული.
კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, არ შეეხება არც ერთ უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილს. საუბარი არის იმ ავტომობილზე, რომელსაც შეიძენენ 2024 წლის პირველი იანვრიდან. პრაქტიკაში ეს იქნება 2013 წელს გამოშვებული ავტომობილები და უფრო ახალი ავტომობილები“, - განაცხადა პრემიერმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ისეთ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, სუროგაცია სრულად არის აკრძალული, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, დანიაში, კანადაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში კი სუროგაცია ნაწილობრივ არის დაშვებული.

„ სუროგაციის საკითხი საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს და უფრო კომპლექსური საკითხია, ვინაიდან ეს უკავშირდება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ქვეყნის იმიჯს და აშ.. რამდენიმე ხნის წინ ჩვენ შევქმენით დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭო. ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხანია ამ თემაზე, გეტყვით, მაგალითები მინდა მოგიყვანოთ: მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, მთლიანად არის აკრძალული, სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, ჰიბრიდული მოდელი არსებობს, ქვეყნები, როგორებიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ, უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება. ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო. ამიტომ, ამას სჭირდება რეგულირება. ამის თაობაზე ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება დამატებით მოგვახსენებს, შესაბამისი კანონპროექტი გაიგზავნება პარლამენტში და იმედი მაქვს, რომ ჩვენი პარლამენტი მხარს დაუჭერს ჩვენს ამ ინიციატივას. აუცილებელია დარეგულირდეს და კიდევ ვიმეორებ, ეს მხოლოდ დაშვებული იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბევრი არის მსურველი, მე ვიცი, ვისაც შვილი არ უჩნდება, ამიტომ მიმართავენ ამ მეთოდს, სუროგაციის მეთოდს და რა თქმა უნდა, მათთვის ეს უნდა იყოს დაშვებული, საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოში. ეს რა თქმა უნდა, ერთის მხრივ, ძალიან დაეხმარება დემოგრაფიას და ზოგადად, ვფიქრობთ, ეს შესაძლებლობა უნდა დავუტოვოთ ჩვენს მოქალაქეებს“,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.