საქართველოში ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი ჩამოვიდა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ლიხტენშტაინის საგარეო საქმეთა, განათლებისა და სპორტის მინისტრი დომინიკ ჰასლერი ეწვია. მას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მასპინძლობს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები პრესისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ვიზიტის ფარგლებში, ლიხტენშტაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. შეხვედრა გაიმართება საქართველოს პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.