ინფორმაცია იარაღის მფლობელებისთვის - ცლილებები კანონში

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ეს დღე 1950 წლიდან მრავალ ქვეყნაში აღინიშნება და წარმოადგენს იმის შეხსენებას, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს თითოეული ბავშვის კეთილდღეობა, რაც გულისხმობს მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ხელმისაწვდომი განათლებისა და ცხოვრების სათანადო პირობებით სარგებლობის უფლებათა განხორციელებას.

ბავშთა დაცვის დღეს საკუთარი დროშაც გააჩნია, რომელიც მსოფლიოს 30-ზე მეტმა ქვეყანამ სცნო. ეს მწვანე ფერის დროშაა, რომლის ცენტრშიც გამოსახულია დედამიწა და მის გარშემო 5 სხვადასხვა ფერის ადამიანის ფიგურაა.

ამ დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ბავშვებისთვის მასობრივი, გასართობი და კულტურული ღონისძიებები ეწყობა. ბავშვთა დაცვის დღეს განსაკუთრებით ცდილობენ დაეხმარონ ბავშვთა სახლებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს, მიუსაფარ, გაჭირვებულ ოჯახებს, მრავალშვილიანებსპარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და 81 ხმით დაუჭირეს მხარი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს „იარაღის შესახებ კანონში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე.

პროექტით ახლებურად გაიწერა იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ: თავდაცვის იარაღად ჩაითვლება ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 55 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო ყველა სხვა იარაღი, რომლის სიგრძე აღემატება 55 სანტიმეტრს, ჩაითვლება სანადირო იარაღად.

ასევე, პოლიციას ექნება უფლებამოსილება, ადგილზე მივიდეს და შეამოწმოს, რამდენად იცავს იარაღის მფლობელი იმ წესებს, რაც დადგენილია იარაღის შენახვისთვის და თუკი სახლში არ მოხდება პოლიციელის დაშვება, ამ შემთხვევაში მოქალაქე ვალდებული იქნება, შვიდი დღის ვადაში თავად წარადგინოს პოლიციაში მის საკუთრებაში არსებული იარაღები.