„ქართული ოცნება“ 29-30 მარტს პარტიულ კონფერენციას ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გამართავს

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ პარტიული კონფერენციები გრძელდება. 29-30 მარტს შეხვედრები ხულოში, შუახევში, ქედაში, ხელვაჩაურსა და ქობულეთში გაიმართება.

მმართველი გუნდის შეფასებით, მსგავსი ტიპის შეხვედრებს დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან, პარტიული ხელმძღვანელობის მხრიდან, მნიშვნელოვანია მოხდეს აზრებისა და ინფორმაციის გაზიარება.

გუშინ, ბათუმში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „ქართულ ოცნებაში“ არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციის მხრიდან კონფერენციების გამართვაში, ხელის შეშლის მცდელობებიც იქნება. ბათუმში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხათუნა ბერიძემ „ქართული ოცნების“ წევრ გიორგი გიორგაძეს ხელი გაარტყა