რომის პაპის ვიზიტი პორტუგალიაში „ახალგაზრდობის მსოფლიო დღესთან“ დაკავშირებით

ანალიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ახალგაზრდობის მსოფლიო დღეს კათოლიკეები ყოველ ორ-სამ წელიწადში ერთხელ სხვადასხვა ქალაქში აღნიშნავენ. იმართება კვირეული, სადაც ატარებენ სხვადასხვა ღონისძიებებს. ეს დღე კათოლიკეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ამჯერად ღონისძიება გაიმართა პორტუგალიაში, სადაც რომის პაპი, ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება. რომის პაპმა ვიზიტის დროს თქვა, რომ ეცდება კათოლიკური ეკლესიის გამოღვიძებას ისე, რომ ეკლესიას ხანგრძლივ მემკვიდრეობას დაუტოვებს.

პორტუგალიელების ნაწილი პაპის ვიზიტით უკმაყოფილოა სასულიერო პირებთან დაკავშირებით აგორებული სკანდალის გამო, სექსუალურ შევიწროვებაზე და იმ ხარჯების, რაც გამართულ ღონისძიებაში დაიხარჯა.

პაპმა ვიზიტის დროს რამდენიმე საკითხს გაუსვა ხაზი. მათ შორის მიგრაციასა და ახალგაზრდების მომავალს. ისაუბრა ომზე და ევროპას მოუწოდა, რომ შეიარაღებაში დახარჯული ფული ჯობია განათლებასა და ოჯახის სასარგებლო კანონმდებლობაზე დაიხარჯოს, რადგან შობადობის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. რომის პაპის თქმით, ახალგაზრდები საცხოვრებელთან დაკავშირებულ ხარჯებს ვერ უმკლავდებიან.

პაპმა ფრანცისკემ ასევე გააკრიტიკა „ზღვაში სიკვდილის დიდი რაოდენობა და ცარიელი აკვნები“ და კანონები, რომელიც თვითმკვლელობაში დახმარებას დასაშვებს ხდის.