ჩემპიონთა ლიგა 1/8-ფინალებისთვის დაწყვილდა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალების წილისყრას ქართველი გულშემატკივარი მოუთმელნალდ ელოდა. რა თქმა უნდა, ყველას აინტერესებდა, ვის შეხვდებოდა ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ და დათა ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“. თამამად შეიძება ითქვას, რომ დანიურ გუნდს არ გაუმართლა, რადგან მეტოქედ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული, „მანჩესტერ სიტი ერგო. რაც შეეხება „ნაპოლის“ - კვარაცხელიას თამაში „ნოუ კამპზე“ მოუწევს, რადგან მისი გუნდის მეტოქე კატალონიური „ბარსელონაა“. ექსპერტების აზრით, ყველაზე საინტერერსო სწორედ ეს წყვილია. რაც შეეხება მთლიანად 1/8-ფინალების წილისყრას:
ნაპოლი (იტალია) - ბარსელონა (ესპანეთი)
პორტუ (პორტუგალია) - არსენალი (ინგლისი)
პსჟ (საფრანგეთი) - სოსიედადი (ესპანეთი)
ინტერი (იტალია) - ატლეტიკო (ესპანეთი)
პსვ (ნიდერლანდები) - დორტმუნდი (გერმანია)
ლაციო (იტალია) – ბაიერნი (გერმანია)
კოპენჰაგენი (დანია) - მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
ლაიპციგი *გერმანია) - რეალი (ესპანეთი)
პირველი მატჩები 13/14 და 20/21 თებერვალს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი 5/6 და 12/13 მარტს გაიმართება.