ირმა ხეცურიანი საფრანგეთის მსოფლიო თასის გამარჯვებულია

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

საფრანგეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში, ირმა ხეცურიანმა ოქროს მედალი მოიპოვა. ხმლით ფარიკაობაში ქართველმა ნახევარფინალში ჩინელი მოწინააღმდეგე ანგარიშით 15:2 დაამარცხა, ფინალურ ასპარეზობაში კი ტაილანდელ საისუნ იანას მოუგო 15:12 და პირველ ადგილზე გავიდა.

საფრანგეთის მსოფლიო თასზე ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილიც გამოდიან. ხვალ ჩვენი გოგონები ინდივიდუალურად რაპირაში იასპარეზებენ, ზეგ – გუნდური რაპირაში.