მსოფლიოს ჩემპიონატი გვამებზე

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ზუსტად ასე მონათლა კრიტიკულმა მედიამ ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატი. არაბები გულშემატკივრების გაოცებას აპირებენ და უდიდესი საფეხბურთო ფორუმისთვის არამრტო ინფრასტრუქტურა გააუმჯობესეს, არამედ ახალი ქალაქიც ააშენეს თავისი სასტუმროებით, გზებით, აეროპორტებით... 2017 წლიდან დღემდე, ამ მშენებლობებს 6500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაღუპულები ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები არიან - ბანგლადეში, ნეპალი, ინდოეთი, პაკისტანი, შრი ლანკა. სწორედ ეს მუშა-ხელი ჰყავდათ არაბებს დასაქმებული და მათი საშუალო ანაზღაურება თვეში 400 დოლარამდე იყო, რაც ძალიან ცოტაა. ამასთან ერთად, როგორც ადამიანთა უფლებების დამცველი ორგანიზციები იტყობინებიან, მუშები ცხოვრობდნენ სპეციალურად აშენებულ ბარაკებში, სადაც ერთ ოთახში 12 ადამიანი ბინადრობდა. მათთვის დასაბანი წყალი კვირაში ერთხელ იყო ხელმისაწვდომი, ხოლო სასმელი წყალი ყოველ მეორე დღეს.

მუნდიალის დაწყების პარალელურად, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ჩივილს აპირებენ და აცხადებენ, რომ ამ ადამიანების სიცოცხლეზე პასუხს აუცილებლად მოითხოვენ. სტატისტიკურად ციფრებში გარდაცვლილთა რაოდენობა ასე გამოიყურება - ინდოეთი - 2711, ნეპალი - 1641, ბანგლადეში 1018, პაკისტანი - 824, შრი ლანკა - 557.