აქციები დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - ადგილობრივები ე.წ. აპარტამენტების "კანონპროექტს" აპროტესტებენ

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში პროტესტი გრძელდება. ადგილობრივები აპარტამენტების შესახებ "კანონპროექტს" აპროტესტებენ, რომელსაც ე.წ. ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა. აქციის მონაწილეები დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საკანონმდებლო ორგანოსთან" დღესაც შეიკრიბებიან.

წინა დღეებში კი პროტესტმა ხმაურისა და პოლიციასთან დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. "კანონის" მოწინააღმდეგეები ფიქრობენ, რომ აპარტამენტის თაობაზე მომზადებული "საკანონმდებლო ნორმა" არასაცხოვრებელი ფართების შემძენებს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების უფლებასაც მისცემს, რასაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება უარყოფს.

კანონპროექტის მიხედვით კი, 30 ათასი აპარტამენტი უნდა აშენდეს სანაპირო ზოლში და ბინების უმრავლესობას რუსეთის მოქალაქეები მიიღებენ, შესაბამისად, ადგილობრივები შიშობენ, რომ თუ კრემლის მარიონეტ ასლან ბჟანიას ეს გეგმა გამოუვა, აფხაზეთში აფხაზები უმცირესობაში დარჩებიან.