23 ივლისს აშშ-ის კონგრესში საქართველოს არჩევნების შესახებ მოსმენა გაიმართება

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოზე იმსჯელებენ. 23 ივლისს ჩანიშნული მოსმენა შეეხება საქართველოსა და მოლოდოვაში მოახლოებული არჩევნების კონტექსტში აშშ-ის პოლიტიკას. მოსმენას კონგრესის ევროპის საგარეო საქმეთა ქვეკომიტეტი მოიწვევს.

მომხსენებლები იქნებიან:

ჯოშუა ჰაკი - სახელწმიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
კრისტოფერ სმიტი - მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
ალექსანდრე სოკოლოვსკი - აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ევროპისა და ევრაზიის ბიუროს ადმინისტრატორის მოადგილე.
ჯოშუა ჰაკი მაღალი დონის დიპლომატი გასულ წელს იმყოფებოდა საქართველოში, მას შეხვედრები ჰქონდა ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე მესამე სექტორის წარმომადგენლებთან.

ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ შეხვედრასთან დაკავშირებით წერს:

"ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც საქართველოსთან პოლიტიკის ფორმირებაში მონაწილეობენ, ოქტომბრის არჩევნების წინ - მომავალ კვირას, აშშ-ის პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენებას მისცემენ კონგრესის საგარეო კომიტეტში, ღია მოსმენაზე.

აშშ-მ ცოტა ხნის წინ საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვა გამოაცხადა, მას შემდეგ, რაც იქ მიიღეს მოსკოვიდან იმპორტირებული რუსული კანონი. კანონი სამოქალაქო საზოგადოების საზიანოდ, უნდა ამოქმედდეს სწორედ გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება. მიმდინარე კვირის დასაწყისში სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ასევე თქვა, რომ საქართველოს მთავრობა სხვა გზითა და მიმართულებით მიდის და რომ სწორედ ამ ქმედებებმა შეცვალა დამოკიდებულება აშშ-სთან და ევროპის ქვეყნებთან".

 

"მთავარი არხი"