საქართველოს პარლამენტმა 6 წლის ვადით, გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილი დაამტკიცა

პოლიტიკა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

80 მომხრე, 0 წინააღმდეგი - საქართველოს პარლამენტმა გენერალური პროკურორობის თანამდებობაზე წარდგენილ გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

კენჭისყრა დღეს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე გაიმართა, მანამდე კი გიორგი გაბიტაშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მოუსმინეს.

გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა პარლამენტს საპროკურორო საბჭომ წარუდგინა.