"ეს ჩემთვის ბოლო კოპა ამერიკაა" - ლიონელ მესი

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ბოლოჯერ თამაშობს კოპა ამერიკაზე.

„ეს რთული კოპა ამერიკა იყო არგენტინისთვის, გუნდები უფრო თანაბარ დონეს აჩვენებენ, ვიდრე წინა ტურნირებზე. აქ ცუდი მინდვრებია, ძალიან მაღალი ტემპერატურა… ჩემთვის ეს არის ბოლო კოპა ამერიკა, ჩვენ მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე დი მარიასა და ოტამენდისთან ერთად ვითამაშეთ, ახლა ბოლო მატჩებს ვატარებთ კოპა ამერიკაზე და ვცდილობთ, ამით მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ“, – მოჰყავს მესის სიტყვები გამოცემა Mundo Deportivo-ს.

კოპა ამერიკის ფინალში არგენტინის ნაკრები 15 ივლისს კოლუმბიას შეხვდება.