როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. ჰოდა, გარდა იმისა, რომ უკვე განხორციელებულ ტრანსფერებზე დავწერეთ, ჯერი ახლა ტოპ-ტრანსფერებზე მიდგა. შესაძლოა, ვინმემ იფიქროს, რომ ზურიკო დავითაშვილიის გადასვლა „ბორდოდან“ „სენტ ეტიენში“ სუპერ-ტრანსფერი არ არის, მაგრამ ვინც არ იცის, ვეტყვით, რომ „სენტ ეტიენი“ საფრანგეთის ერთ-ერთი, ყველაზე ტიტულოვანი კლუბია, ქვეყნის ჩემპიონი ათჯერ გახდა, ქვეყნის თასი 6-ჯერ მოიგო და რაც მთავარია, კლუბის ოქროს ხანა უკავშირდება იმ პერიოდს, როცა იქ ლეგენდარული მიშელ პლატინი თამაშობდა.
„სენტ ეტიენი“ საფრანგეთის უძლიერესთა ლიგას აწ უკვე გასული სეზონის ბოლოს დაუბრუნდა და კლუბის ხელმძღვანელობა ირწმუნება, ძველი დიდება უნდა დავიბრუნოთო. ჰოდა, როცა გუნდს ასეთი ამბიციური გეგმები აქვს და ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ შენს თანამემამულეს განიხილავს, გასახარია. დავითაშვილმა კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და აქედანვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად მოიაზრება.
ავტორი: ბათო ჯაფარიძე
დავითაშვილი „სენტ ეტიენში“ გადავიდა
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი