სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა იუსტიციის სამინისტრო შეამოწმა. კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტი, რომელიც უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, 2022 წლის მთლიან პერიოდს ეხება. როგორც მოსალოდნელი იყო, სახელმწიფო აუდიტორებმა მთელი რიგი ფინანსური დარღვევები გამოავლინეს, მათ შორის, ინვენტარიზაციაში, მატერიალურ მარაგებში, ძირითად აქტივებში, ვალდებულებებსა და შემოსავლებში.
დარღვევები ინვენტარიზაციაში
აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „მოკლევადიანი მიმდინარე დებიტორული დავალიანებები“ და „სხვა მოკლევადიანი მიმდინარე აქტივები“, ჯამურად, 101 335 808 ლარს შეადგენს. სახელმწიფო აუდიტორებმა გამოავლინეს, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოს 2022 წელს მოთხოვნა-ვალდებულებების ინვენტარიზაცია არ ჩაუტარებია. ამასთან, მოთხოვნებში ასახულია 2011-2018 წლებში წარმოშობილი 949 296 ლარის ოდენობისდავალიანება, რომლის მიღების ალბათობა მცირეა.
„საჯარო რეესტრის სააგენტოს საგადასახადო აღრიცხვის ბარათზე არსებული მოთხოვნის ნაშთი, ჯამურად, 1 908 630 ლარით ნაკლებია 2022 წლის ბოლოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულ საგადასახადომოთხოვნების ნაშთზე.
პენიტენციური სამსახურის ანგარიშზე - „მოკლევადიანი (მიმდინარე) არაფულადი მოთხოვნები არაფინანსური აქტივების დანაკლისით“, აღრიცხულია 148 653 ლარი, რომელიც წარმოადგენს სპეციფიკური მარაგების დანაკლისს და მისი მიღების ალბათობა მცირეა“, - ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.
შესაბამისად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „მოთხოვნების“ მუხლი გაზრდილია3 006 579 ლარით.
დარღვევები მატერიალურ მარაგებში
იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „მატერიალური მარაგების“ ნაშთი 30 627 892 ლარს შეადგენს. აუდიტის შედეგად, გამოვლინდა, რომ საჯარო რეესტრის სააგენტოსა და სერვისების სააგენტოს ერიცხება სულ 215 792 ლარის საბალანსო ღირებულების სხვადასხვა ტიპის მარაგი, რომლებსაც სააგენტოები არ იყენებენ და არც მომავალში აქვთ გამოყენებისპოტენციალი. შესაბამისად, არ აკმაყოფილებენ აქტივადაღიარების კრიტერიუმებს.
„საჯარო რეესტრის სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული აქვს 420 000 ლარამდე ოდენობის მცირეფასიანი აქტივი და მარაგი, რომელიც საჭიროებს კლასიფიკაციას ძირითადი აქტივების ანგარიშზე. ამასთანავე, ზოგიერთი შემთხვევაში, ერთი და იმავე ტიპის აქტივებთან მიმართებით გამოყენებულია არაერთგვაროვანი მიდგომა.
პენიტენციური სამსახურის ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხულია 545 435 ლარის მარაგები, რომელთა გამოყენება არ იგეგმება და არ აკმაყოფილებს აქტივად აღიარების კრიტერიუმებს“.
გარდა ამისა, საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 19 658 ერთეული მარაგი ღირებულების გარეშეა აღრიცხული.ამასთან, სააგენტო ფლობს გამოუყენებელ მარაგებს, რომელთა მიმართებითაც არ ჩაუტარებია მარაგების გაუფასურების ანალიზი.
შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ „მატერიალური მარაგების“ მუხლი, 2022 წლის 31 დეკემბრით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში გაზრდილია 1 181 227 ლარით.
დარღვევები ძირითად აქტივებში
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, რიგ შემთხვევებში, გრძელვადიანი აქტივები კლასიფიცირებულია არასწორად. კერძოდ, სერვისების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში 627 000 ლარის ღირებულებაზე მეტი პროგრამული უზრუნველყოფა ნაცვლად არამატერიალური აქტივებისა“, ასახულია „სხვა მანქანა-დანადგარების“ ანგარიშზე.
„იუსტიციის სახლში, ფინანსურ ანგარიშგებაში „სხვა მანქანა-დანადგარების“ ანგარიშებზე, ნაცვლად „არამატერიალური აქტივების“ ანგარიშისა, ასახულია 229 692 ლარი.
პენიტენციური სამსახურის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 466 033 ლარის „არასაცხოვრებელი შენობები,“ რომლებიც საჭიროებს კლასიფიკაციას „სხვა ნაგებობების“ მუხლში.
პენიტენციური სამსახურის ფინანსურ ანგარიშგებაში „დაუმთავრებელი მშენებლობის“ მუხლში ასახულია 3 179 597 ლარის საპროექტო სამუშაოები, რომლებიც საჭიროებს კაპიტალიზებას „შენობა- ნაგებობების“ ანგარიშზე. გარდა ამისა, „სხვა ნაგებობის“ ანგარიშზე ასახულია 180 043 ლარის აქტივები, ნაცვლად ანგარიშისა - „დაუმთავრებელი მშენებლობა“.
საჯარო რეესტრის საბუღალტრო ჩანაწერებში ასახულია 427 755 ლარის „მანქანა-დანადგარები,“ რომელიც საჭიროებს რეკლასიფიკაციას მცირეფასიან აქტივებად“.
შედეგად, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში, „ძირითადი აქტივების“ მუხლი გაზრდილია 4 950 747 ლარით.
დარღვევები გრძელვადიან ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებში
აღრიცხვის ინსტრუქციის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანიების წილები უნდა აღირიცხოს კაპიტალ-მეთოდის გამოყენებით, რაც გულისხმობს თვითღირებულებით აღრიცხული ინვესტიციების კორექტირებას, შეძენის შემდგომ მომხდარი ცვლილების შესაბამისად.
„სსიპ „დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის სააგენტოს“ 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში წარმოდგენილია 825 000 ლარის გრძელვადიანი ფინანსური აქტივები, რომელიც კაპიტალ-მეთოდით არაა დაკორექტებული.შედეგად, კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „გრძელვადიანი არაფინანსური აქტივების“ მუხლი გაზრდილია 706 143 ლარით“.
იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში ვალდებულებების ჯამური ნაშთი 35 628 922 ლარს შეადგენს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ კრედიტორული დავალიანების ნაშთი მოიცავს 2005 წელს გაუქმებული მიწის მართვის დეპარტამენტის 1 160 374 ლარის ვალდებულებებს, რაც წარმოადგენს 2004 წლამდე წარმოშობილ დავალიანებებს, რომელზეც ბრუნვა არ განხორციელებულა წლების განმავლობაში, შესაბამისად, მათი დაფარვის ალბათობა დაბალია.
„სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის“ მოკლევადიანი ვალდებულებების ანგარიშზე ასახულია მის მიერ დაფუძნებულ კომპანიაში არსებული კაპიტალი 127 478 ლარის ოდენობით, ნაცვლად „გრძელვადიანი ვალდებულებებისა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობითწარდგენილ ფინანსური ანგარიშგების მუხლში - „ვალდებულებები დეპოზიტით“ ასახულია 192 464 481 ლარის ნაშთი. აღნიშნული მუხლი შედგება სააღსრულებლო პროცედურების შედეგად ამოღებული და კრედიტორებისთვის გასანაწილებელი თანხებისა და გირაოს თანხებისგან“.
აქედან გამომდინარე, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით წარდგენილ ფინანსურ ანგარიშგებაში „ვალდებულებების“ მუხლი გაზრდილია 1 125 778 ლარით. გარდა ამისა, სახელმწიფო აუდიტორებივერც 2 157 247 ლარის „სადეპოზიტო ვალდებულების“ არსებობასა და სიზუსტეში დარწმუნდნენ.
დარღვევები შემოსავლებში
იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მომზადებულ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში - „შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან“ შეადგენს 235 648 612 ლარს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ აღსრულების ბიუროს ფინანსურ ანგარიშგებაში წარდგენილი შემოსავლებიდან 765 777 ლარის წარმოშობის თარიღია 2021 წელი, ან წინა წელი. შესაბამისად, არ წარმოადგენს მიმდინარე წლის შემოსავალს; ასევე 2022 წელს გამომუშავებული შემოსავლების ნაწილი - 396 807 ლარი, არ არის აღიარებული 2022 წლის ანგარიშგებაში. გარდა ამისა, ბიუროს მიერ საფასურიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვა ხდება საკასო მეთოდით.
„სერვისების სააგენტოსა და საჯარო რეესტრის სააგენტოს ინდივიდუალური ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით, მათ მიერ 2022 წელს მომსახურების რეალიზაციიდან მიღებულმა შემოსავლებმა, დღგ-ის გარეშე, შესაბამისად, 106 388 551 ლარი და 86 735 049 ლარი შეადგინა.
სააგენტოებში არ არსებობს შესაბამისი სისტემა, რომლის მეშვეობითაც ინტეგრირებული იქნება ინფორმაცია მომხმარებლის მიერ წინასწარ გადახდილი საფასურების და ფაქტობრივად გაწეული მომსახურებების შესახებ, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა შემოსავლების დარიცხვის მეთოდითაღრიცხვას და შექმნიდა კონტროლის მექანიზმს იმ მიზნით, რომ სააგენტოები დარწმუნდნენ მიღებული შემოსავლებისა და მიღებული ავანსების სისრულეში.
აუდიტის შედეგად ბილინგის სისტემაში 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით იდენტიფიცირებულია, დაახლოებით, 1 008 284 ლარის განაცხადი, რომელსაც აქვს სტატუსი - „მიმდინარე“. შესაბამისად, თანხა 2022 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ნაცვლად შემოსავლისა, უნდა აღიარდეს, როგორც კრედიტორული დავალიანება (მიღებული ავანსი)“.
აქედან გამომდინარე, სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ 2022 წლის 31 დეკემბრით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „შემოსავლების“ მუხლი გაზრდილია 368 970 ლარით, ხოლო კრედიტორული დავალიანების (მიღებული ავანსი) საბოლოო ნაშთი პირიქით - შემცირებულია 1 008 284 ლარით.
კონტროლისნაკლოვანებები
სახელმწიფო აუდიტორებმა გაარკვიეს, რომ 2022 წელს,იუსტიციისსახლისერთ-ერთმათანამშრომელმაგამოიყენაორგანიზაციისბარათისაწვავისპირადიმოხმარებისთვის. საკითხიგადაეცასაგამოძიებოორგანოსდამატებითიმოკვლევისმიზნით, რისშემდგომაცაღნიშნულმათანამშრომელმააანაზღაურაიუსტიციისსახლისთვისმიყენებულიფინანსურიზარალიდადატოვათანამდებობა. აღსანიშნავია, რომფაქტისგამოვლენისშემდგომორგანიზაციაშიდაინერგაშესაბამისიკონტროლისმექანიზმები.
„სერვისებისსააგენტოში, 2022 წელს,გამოვლინდა 200 ცალიმკაცრიაღრიცხვისბლანკისდანაკლისი. ობიექტისგანმარტებით, საკითხიდამატებითიმოკვლევისმიზნითგადაეცასამინისტროსგენერალურინსპექციას. სამინისტროსგანმარტებით, 2022 წლისოქტომბრიდანკონტროლისგარემოსგაუმჯობესებისმიზნითდანერგილიადამატებითიკონტროლისმექანიზმები.
საჯარორეესტრისსააგენტოსმიერაღრიცხულიაქტივებისიდენტიფიცირებაფაქტობრივიმდგომარეობისმიხედვითგართულებულია. კერძოდ, არარსებობსერთიანირეესტრიბუღალტრულადასახულიფასეულობებისმიხედვით, ვერდგინდებაზუსტისაიდენტიფიკაციოკოდები, რაცასევეაფერხებსინვენტარიზაციისპროცესს. ამასთან, ჩვენმიერჩატარებულიშერჩევითიინვენტარიზაციისშედეგადგამოვლინდაგამოუსადეგარი 67 000 ლარისმარაგები. სააგენტოსარაქვსლოგისტიკურიაღრიცხვისშესაბამისიპროგრამა, რომელიცშესაძლებელსგახდიდასასაქონლომატერიალურიფასეულობებისსრულყოფილაღრიცხვას, იდენტიფიცირებასდაკონტროლს“.
სახელმწიფო აუდიტორებმა ისიც გაარკვიეს, რომ პენიტენციურსამსახურშიდანერგილიკონტროლისმექანიზმებისრულყოფილადვერუზრუნველყოფსმედიკამენტებისმიღებისადაგახარჯვისოპერაციებისთანმიმდევრულაღრიცხვას. კერძოდ, მედიკამენტებისნაშთებისკონტროლისთვისარარისდანერგილიშესაბამისიპროგრამულიუზრუნველყოფა. მარაგებისკონტროლისსპეციფიკიდანგამომდინარე, არსებობსადამიანურიფაქტორიგამოწვეულიშეცდომისდაშვებისრისკი.
„აღსრულებისეროვნულბიუროში, 2022 წელს,შრომისანაზღაურებისგაანგარიშებადიკომპონენტისგაცემახასიათდებოდაკონტროლისნაკლოვანებებით. კერძოდ, აღმასრულებლისმიერჩარიცხულისაფასურისშესახებინფორმაციაბუღალტერიასრიგშემთხვევაშიმიეწოდებოდადაგვიანებით, რაცწარმოშობსდროშიგამიჯვნისპრობლემას. გარდაამისა, გამოვლინდაშემთხვევები, როდესაცსაფასურისგანაწილებაარმიმდინარეობდაგანკარგულებისშესაბამისად.
სამინისტროსმასშტაბითგამოვლინდაშემთხვევები, როდესაცსაწვავისმომწოდებელკომპანიებსჰქონდათპროგრამულიხარვეზისაწვავისჩასხმისკუთხით. შედეგად, აგაისამონაწერშიმომწოდებელიკომპანიისმიერმანუალურადმოხდამონაცემებისჩასწორება. აღსანიშნავია, რომგახარჯულსაწვავთანმიმართებით, ორგანიზაციებსსხვაკონტროლისმექანიზმებიარაქვთდანერგილი, რაცზრდისთანხებისზედმეტადგადახდისრისკს“.
სახელმწიფო აუდიტორებმა დაასკვნეს, რომ საჯარორეესტრისსააგენტოსმიერ, 2022 წელს,მიწისრეგისტრაციისხელშეწყობისპროგრამიდანშეძენილი 706 050 ლარისაქტივებიგადაცემულიასხვასაბიუჯეტოორგანიზაციაზე. გარდა ამისა, აუდიტორებმა ობიექტისგანვერმიიღესსათანადოგანმარტება, როგორშესრულდაპროგრამისფარგლებშიგანსახორციელებელიღონისძიებები.
ავტორი-მაკა რუხაძე
რა სახის ფინანსური დარღვევები გამოვლინდა იუსტიციის სამინისტროში
ინსტრუმენტები
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
- პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
- ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი
- კითხვის რეჟიმი