რონალდუ კვარაცხელიასთან - ტრანსფერი რეალობას ემსგავსება

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში გოლი ვერ გაიტანა და ამ ამბით არაერთმა ჩვენმა თანამემამულემ გაიხარა. გაგიკვრიდებათ და, ხვიჩას უგოლო თამაში ათასობით ვაი-გულშემატკივარს გაუხარდა და სპორტულ გვერდებზე იმდენი ნეგატიური კომენტარი წამოვიდა, ადმინისტრაცია იძლებული გახდა, განეცხადებინა, რომ უცენზურობის გამო, ასეულობით კომენტარს, უბრალოდ, ბლოკავდა. ბლოკავდა ზუსტად ისე, როგორც თორნიკე შენგელიას შემთხვევაში, როცა საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა მხარი მოიტეხა, რის გამოც, ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს და მას... მეორე მხრის მოტეხვასაც უსურვებდნენ. ვერ გეტყვით, რატომ არის ეს დამოკიდებულება წარმატებული სპორტსმენების მიმართ, მაგრამ აგრესიას, ძირითადად, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები გამოხატავენ.

ახლა, რაც შეეხება უშუალოდ კვარაცხელიას გუნდს. არავისთვის ახალი არაა, რომ კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერიდან“ წასვლა და ისეთ გუნდში გადასვლა სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს. პორტუგალიელის დამატებაზე ყველა კლუბმა უარი თქვა და მიზეზად, მისი ასაკი და ჯამაგირი დასახელდა, თუმცა ისე ჩანს, გამოსავალი „ნაპოლიმ“ იპოვა. როგორც იტალიური მედია წერს, რონალდუ ნეაპოლურ კლუბში წავა, მისი ხელფასის ნახევარს „მანჩესტერი“ გადაიხდის, სანაცვლოდ კი, „ნაპოლის“ შემტევს, ოსიმენს მიიღებს და ეს გარიგება 100 მილიონი დაუჯდება. თუმცა, ოსიმენში ამ თანხას „მანიუ“ სამი წლის განმავლობაში გადაიხდის. სატრანსფერო სეზონი 1 სექტემბერს სრულდება და თუ გარიგება მართლაც შედგება, ხვიჩას მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის გვერდით მოუწევს ასპარეზობა, რაც უდიდეს გამოცდილებას შესძენს.