რონალდუს თავზე ღრუბელი ჩამოწვა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმ კლუბებს, რომლებსაც კრიშტიანუ რონალდუს დამატება არ სურთ, მადრიდის „რეალი“ და ტურინის „იუვენტუსი“ დაემატნენ. ტურინული კლუბის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პორტუგალიელის დაბრუნებას არ აპირებს, ხოლო „რეალის“ პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს პირდაპირ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, განიხილავდა თუ არა ამ მოთამაშის დაბრუნების შესაძლებლობას.

„რონალდუ?! კი, მაგრამ, ის ხომ უკვე 38 წლის არის“, - მოკლედ მოჭრა პერესმა და საკითხი დახურა.

ყველაფრის მიუხედავად, გულშემატკივარი იმაში მაინც იყო ბოლომდე დარწმუნებული, რომ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშის პრობლემა არ ექნებოდა, თუმცა ინგლისური კლუბის ახალმა თავკაცმა, ერიკ ტენ ჰაგმა, პრემიერლიგის ახალი სეზონის პირველ ტურში, რონალდუ სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მხოლოდ შეცვლაზე შეუშვა. შედეგად, „მანჩესტერმა“ საკუთარ მოედანზე „ბრაიტონთან“ 1:2 წააგო და როგორ გგონიათ, გულშემატკივარმა ტენ ჰაგს რა ურჩია? სწორია - რონალდუს ძირითადში დაბრუნება.