ალკარასმა საჩოგბურთო ისტორია გადაწერა

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

19 წლის ესპანელმა ჩოგბურთელმა, კარლოს ალკარასმა მადრიდის მასტერსზე ნამდვილი სასწაული მოახდინა. მან ჯერ თანამემამულე რაფაელ ნადალი დაამარცხა, შემდეგ რეიტინგის პირველ ნომერს, ნოვაკ ჯოკოვიჩს სძლიაა, ფინალში კი ალექსანდრ ზვერევს (რეიტინგის მესამე ნომერი) ორ სეტში, 6:3, 6:1 პატარა ბავშვივით მოუგო.

ალკარასი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელი, რომელმაც ერთ ტურნირზე ტოპ-ხუთეულის სამ ჩოგბურთელს მოუგო და რაც მთავარია, გახდა პირველი ჩოგბურთელი, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით შეძლო ნადალისა და ჯოკოვიჩის დამარცხება.

„ალკარასს ყველაფერი აქვს საიმისოდ, რომ ჩოგბურთის ისტორიაში გახდეს ყველაზე დიდი. ერთი შეხედვით, წარმოუდგენელია, ისეთ გიგანტებს აჯობო, როგორებიც ნადალი, ჯოკოვიჩი და ფედერერი არიან, მაგრამ ალკარასი სულ რაღაც 19 წლისაა და ავტორიტეტებს უკვე აღარ სცნობს“,-წერენ ამ სფეროს ექსპერტები. ახლა, მთავარია, მან მხოლოდ ჩოგბურთზე იფიქროს და ჩოგნის ქნევით ნაშოვნ რამდენიმე მილიონ დოლარს არ დასჯერდეს.