იაპონიის ნაკრები თბილისში მოდის

სპორტი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

იმის მიუხედავად, რომ ადრე იაპონიის ეროვნული ნაკრები თბილისსის ძძიუდოს ტურნირზე სიხარულით ჩამოდიოდა და აქ გამარჯვება მათთვის პრესტიჟული იყო, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ეს ტრადიცია დაირღვა. იაპონელები საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობდნენ, აქაოდა, თქვენი ტურნირი მარტშია, იაპონიის შიდა ჩემპიონატი კი აპრილში და აბსოლუტურად ყველა სწორედ შიდა პირველობისთვის ემზადებაო. ჰოდა, პანდემიის გამო, წელს მარტშ გასამართი ტურნირი 2-5 ივნისისთვის გადაიტანეს და იაპონიიდანაც დასტური მოვიდა - საქართველოში ხუთ ძიუდოისტს გამოვუშვებთო.

რა თქმა უნდა, არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ხუთივე ძიუდოისტი იაპონიის ნაკრების პირველი ნომერი იქნება, მაგრამ რადგან ყინული დაიძრა, იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წლებში იაპონელები თბილისის გრანდ სლემს ძველებურად, ყურადღებით მოეკიდებიან და რაც მთავარია, ფედერაციაც იზრუნებს იმაზე, რომ ჩატარების თარიღი არამხოლოდ იაპონიას, არამედ სხვა ძლიერ ქვეყნებსაც მოარგოს.