ქეცბაია „ანორთოსისს“ დაემშვიდობა

ფეხბურთი
მოირგე სტილი დაასვენე თვალი
  • პატარა მოზრდილი საშუალო დიდი უდიდესი
  • ჩვეულებრივი ჰელვეტიკა ჰეგოე გეორგია ტაიმსი

კვიპროსის ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე ტურია დარჩენილი, მაგრამ უკვე გაირკვა, რომ სეზონის ბოლოს, „ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მიღებულია და ეს ორივე მხარის სურვილი გახლავთ.

როგორც უცხოური მედია წერს, ქეცბაიას გადაწყვეტილებაზე გავლენა, დიდწილად, ბერძნული „პაოკ“-ის სურვილმა იქონია. საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, მთავარ მწვრთნელად სწორედ თემური სურს და კვიპროსიდან აბარგებული ქეცბაია, ბინას საბერძნეთში დაიდებს. შეგახსენებთ, რომ „ანორთოსისში“ ქართველმა სპეციალისტმა გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია მიიყვანა. ოთხივე მათგანი, დღემდე, გუნდის გამორჩეული ფეხბურთელია.